• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

"ცოტა წნევა ჰქონდა მაღალი და ამიტომ არ დაესწრო წირვას" - ექიმი პატრიარქის მდგომარეობის შესახებ

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას არ დაესწრო. როგორც პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შატრავა განმარტავს, მას მცირედი წნევის მატება აღენიშნებოდა, რის გამოც ექიმმა დასვენება და ძალების აღდგენა ურჩია.

"ცოტა წნევა ჰქონდა მაღალი, მნიშვნელოვანი არაფერი. ვთხოვე, დღეს წირვას არ დასწრებოდა, რადგან წინ სხვადასხვა დღესასწაულია და ძალების აღდგენა სჭირდება" - განაცხადა ექიმმა.

ხარების დღესასწაულთა დაკავშირებული საზეიმო წირვა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე შიომ აღავლინა.


თეგები :