• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

"13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, რაც ჰქონდა, ის ჩივილებიც აღარ აქვს"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული ორი ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. მისივე თქმით, უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მათ შემთხვევაში არანაირი გართულება არ გამოვლენილა.

"ორსულების მდგომარეობა, მინდა გითხრათ, რომ ყველაზე კარგია. როგორც ქალბატონების, ასევე ნაყოფის მდგომარეობა შეესაბამება ფიზიოლოგიურ პარამეტრებს. ბოლო რამოდენიმე დღეა, არანაირი გართულება ამ ქალბატონებთან არ გამოვლენილა და იმედი მაქვს, რომ არც გამოვლინდება და რამდენიმე დღეში, როდესაც დადგება მომენტი, რომ უნდა ავუღოთ ნაცხი, ავუღებთ და უარყოფითი შედეგის შემთხვევაში გაეწერებიან ბინაზე,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

ამასთანავე, მან 13 წლის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბარა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ძალიან კარგია, რატიანმა იმედი გამოთქვა, რომ ისიც მალე გაეწერება კლინიკიდან.

"რაც შეეხება ბიჭს, რომელიც არის 13 წლის, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან კარგი, არანაირი გართულება. რაც ჰქონდა, ის ჩივილებიც აღარ აქვს და იმედი გვაქვს, რომ ამ ბიჭთანაც ასე წავა მდგომარეობა და ისიც გაეწერება ჯანმრთელი და ბედნიერი ჩვენი კლინიკიდან,“- განაცხადა ლევან რატიანმა.


თეგები :