• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

"ყველა ის ადამიანი, რომელიც რისკის ჯგუფშია, რომელსაც რამე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება მისი მხრიდან ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება"

ყველა ის ადამიანი, რომელიც რისკის ჯგუფშია, რომელსაც რამე მიზეზის გამო არ შეუძლია ეკლესიაში მოსვლა, არ იქნება მისი მხრიდან ცოდვა, თუ ის სახლში დარჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელ (დათუაშვილმა) განუცხადა.

სასულიერო პირის თქმით, კაცობრიობას ეხარა, რომ ღმერთთან გაწყვეტილი კავშირი აღდგა. მისივე განმარტებით: „ეკლესია არის სხეული ქრისტესი და ყველა მოქმედება, რომელიც ეკლესიაში აღესრულება, ნიშნავს ღვთაებრივი ორგანიზმის წიაღში აღსრულებულ პროცესებს“

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს აღნიშნავს. 

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.


თეგები :