• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი სპორტსმენი: ყოველდღე ვლოცულობ, ვისთანაც კონტაქტი მქონდა, ვირუსი არ დაუდასტურდეთ

კორონავირუსით ინფიცირებული სპორტსმენის, გიორგი ღვინჯილიას განცხადებით, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით მისი კონტაქტების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ მან "იმედის" ეთერში ისაუბრა.

"არ მაქვს არანაირი სიმპტომი, ჩემი ვირუსი მხოლოდ ანალიზებით არის დადასტურებული. ჩემი კონტაქტები შესახებ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება. მე მხოლოდ სამ ოჯახში ვიმყოფებოდი, აქედან ერთ ოჯახში ვცხოვრობდი და ორში მხოლოდ ნახევარი საათი დავყავი. დავინფიცირდი თბილისში. უშუალო კონტაქტი მქონდა 16 ადამიანთან, ახლო კონტაქტი მქონდა 6 ადამიანთან. აქედან 5 ადამიანი შემოწმებულია და მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდეთ. დღეს კონტაქტებიდან მეთერთმეტე დღეა. ყოველდღე ვლოცულობ, რომ ვისთანაც კონტაქტი მქონდა, ვირუსი არ დაუდასტურდეთ“, - განაცხადა ინფიცირებულმა სპორტსმენმა.

საქართველოში კორონავირუსი 195 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 39 უკვე გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4735 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 383 მოქალაქე რჩება. გარდაცვლილია 2 ადამიანი.


თეგები :