• თბილისი
  • 27°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"ვისაც ეშინია ისინი დარჩნენ სახლში, მაგრამ ტაძრის კარი ნამდვილად არ დაიხურება"

დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ხარების დღესასწაულს აღნიშნავს.

სადღესასწაულო წირვას, მრევლი, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად ტაძრებში მაინც ესწრება, თუმცა სპეციალური ნიშნულებით, რეკომენდაციის მიხედვით დისტანციას იცავენ.

არქიმანდიტრი იოანე აცხადებს, რომ მრევლისთვის ტაძრის კარი არ დაიხურება და ეკლესიაში ლიტურგია ყველა წესის დაცვით სრულდება.

"ხატების ხშირი წმენდა და დისტანციის დაცვას ჩვენ ყველაფერს ვასრულებთ, სიტკბოებასაც სტიქაროსნები ერთჯერადი ჭიქით არიგებენ. ვინც უძლურებაშია, ვისაც ეშინია, ისინი კი ბატონო, დარჩნენ სახლში, მაგრამ ტაძრის კარი ნამდვილად არ დაიხურება,"- აღნიშნა არქიმანდრიტმა იოანემ.


თეგები :