• თბილისი
  • 27°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ექსპერტი: ვაქცინა 6-7 თვეში არ იქნება... ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევასაც სჭირდება 12 თვე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, რომ ამჟამად მსოფლიოში 50-მდე ლაბორატორია მუშაობს ვაქცინაზე, თუმცა ის სრულყოფილ სახეს ჯერ ვერ მიიღებს.

ამის შესახებ მან ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ილაპარაკა.

"ყველა ეს ვაქცინა არც 6 თვეში, არც 7 თვეში არ იქნება მზად. რომც იყოს დამტკიცებული ჯანმოს მიერ, ამას სჭირდება დრო. ყველას გვეჩქარება, ყველაზე ექსტრემალურ შემთხვევასაც სჭირდება 12 თვე. შესაძლებელია დაჩქარება, მაგრამ საშიშროებაც არის.

შიდსის ვაქცინაზე მაგალითს გეტყვით: ვაქცინის გამოშვება დააჩქარეს და პირველ სტადიაზე რომ გადავიდნენ, 50 ადამიანი დაინფიცირდა და არ იმუშავა ვაქცინამ.

ეს არ არის პარაცეტამოლი, ეს არის ვაქცინა და დაჩქარებაც შეიძლება საშიშიც იყოს. მინიმუმ 1 წელი სჭირდება," - განაცხადა ჯანდაცვის საკითხების ექსპერტმა.


თეგები :