• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

"ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებულებიც, ველოდებით, რომ ყველას გავწერთ"

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ ამ დღეებში კლინიკიდან კიდევ გაეწერებიან გამოჯანმრთელებული პაციენტები.

"ამ დღეებში იქნებიან გამოჯანმრთელებულებიც, ველოდებით, რომ ყველას გავწერთ", - თქვა მარინა ენდელაძემ.

მისი თქმით, ამ ეტაპზე 6 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ერთი პაციენტის კი კრიტიკული.

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან სულ ამ დროისთვის 39 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით საერთო ჯამში 188 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 2 პაციენტი.


თეგები :