• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

"ე.წ. მატროსოვის ციხის თანამშრომლის ოჯახის წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა"

რატომ გადაიყვანეს ე.წ. მატროსოვის ციხიდან პატიმრები მალულად და დაჩქარებული წესით?

ჟურნალისტი ელისო კილაძე ამბობს, რომ ამის მიზეზი გახდა ის, რომ ერთ-ერთი თანამშრომლის ოჯახის წევრს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

"მატროსოვზე შეწყდა თავიდან ამანათების მიღება, რადგან თანამშრომლის ოჯახის წევრს დაუდგინდა კორონავირუსი. ამასთან, აღმოჩნდა, რომ მას შეხება ჰქონდა თანამშრომლებთან და ისინი გადაიყვანეს თვითიზოლაციაში თავად მატროსოვის ციხეში, არა სხვაგან", - ამბობს ელისო კილაძე.

პრობაციის ბიუროში ამ ინფორმაციას უარყოფენ.


თეგები :