• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის დაკლებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 7-8 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

7 აპრილს ნალექი ბარში წვიმის, მთაში თოვლის სახით და ნისლი. 8 აპრილს ნალექი შესაძლოა ბარშიც ზოგან თოვლის სახით აღინიშნოს. 8-9 აპრილს, ღამის საათებში, შიდა ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება ბარში -2,-4, მთაში -4,-6 გრადუსამდე.

უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს.


თეგები :