• თბილისი
  • 27°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"კორონავირუსის მკურნალობას ამ ეტაპზე მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, არსებობს მოსაზრებები რომ ფინანსურ მხარდაჭერაში კერძო კომპანიებიც ჩაერთონ"

ამ ეტაპზე კორონავირუსის მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო ფარავს, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ამ ეტაპზე კორონავირუსის მკურნალობას მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა არსებობს მოსაზრებები, რომ ონლაინ მომსახურებაში და ფინანსურ მხარდაჭერაში კერძო სადაზღვევო კომპანიებიც ჩაერთონ. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს გავმართავთ და ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა ტიკარაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.


თეგები :