• თბილისი
  • 27°C
  • 05 ივნისი, 2020
article

"ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე მორწმუნე ქრისტიანებს მიმართავს, რომ ნუ მივლენ ეკლესიაში და სახლიდან ილოცონ. ამის შესახებ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მინდა, მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა, მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები, ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით.

დავიცვათ არამარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსგებისგანაც, ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის. ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისათვის", - განაცხადა იმნაძემ.


თეგები :