• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

საფრთხე, რომელიც მთელ რუსთავს ემუქრება - რა მოხდა ქალაქში და ვინ და რატომ დამალა დაინფიცირების ფაქტი?

ცნობილი ხდება ახალი კორონავირუსით კიდევ ერთი შესაძლო მასობრივი გავრცელების საფრთხის შესახებ.

რუსთავის საკრებულოს დეპუტატმა, რომელიც ქართული ოცნების წევრია, საფრთხის ქვეშ დააყენა მთელი ქალაქი.

პრესა.ჯი განზრახ არ ასახელებს მის სახელსა და გვარს  თუმცა, გიყვებათ იმ გარემოებების თაობაზე, რომლის გამოც რუსთავი, შესაძლოა, საკარანტინე ზონად გამოცხადდეს. 

რა მოხდა რუსთავში? 

რუსთავის საკრებულოს წევრი, ქართული ოცნებიდან, კორონავირუსით არის ინფიცირებული. 

მანამდე, ვიდრე მას ოფიციალურად დაუდგინდებოდა ვირუსით დაინფიცირების ფაქტი, ის იმყოფებოდა წირვაზე, სუპერმარკეტებში, საკრებულოსა და ისეთ დახურულ სივრცეებში, სადაც ვირუსის გადაცემის შანსი საკმაოდ მაღალია. 

შედეგად, ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება რუსთავის საკრებულო ყველა წევრი.

თუმცა, სამწუხაროდ, მას შეხება ჰქონდა არა მხოლოდ საკრებულოს წევრებთან, არამედ, ათეულობით ადამიანთან საკრებულოს გარეთ… 

რუსთავის კლასტერი… 

რუსთავის საკრებულოს წევრის კორონავირუსით დაინფიცირების წყარო მისი ოჯახის წევრია. 

დეპუტატის დედა ეროვნული ბანკის თანამშრომელია, სადაც 7 პირი დაავადდა ახალი კორონავირუსით, რომელთა დაავადების წყარო, სავარაუდოდ, ნაღდი ფული იყო. 

ამის შემდეგ, ეროვნული ბანკის თანამშრომელთა დიდი ნაწილს თვითიზოლაციაში ყოფნა დაევალა. მათ შორის იყო რუსთავის საკრებულოს დედაც (მის სახელსა და გვარს ასევე არ ვასახელებთ). 

როგორც ჩანს, მან სათანადოდ ვერ დაიცვა თვითიზოლაციის წესები, რომლის გამოც ახლა ახალი კორონავირუსით დაინფიცირების რისკი რუსთავში, გაცილებით მაღალია. 

თუმცა, მიუხედავად ასეთი მძიმე და სამწუხარო ფაქტისა, ხელისუფლება რუსთავის ჩაკეტვასა და ქალაქის საკარანტინო ზონად გამოცხადებას არ ჩქარობს. 

რუსთაველთა ნაწილის აზრით, მთავრობა ამას იმიტომ არ აკეთებს რომ დაინფიცირების წყარო ქართული ოცნების დეპუტატია და ქალაქის ჩაკეტვის ფაქტი, ნეგატიურად იმოქმედებს ქართული ოცნების რეიტინგზე…

თუ ასეა, გამოდის, რომ მთავრობისათვის, რუსთაველთა ჯანმრთელობაზე უფრო მნიშვნელოვანი, ქართული ოცნების პარტიული ნომენკლატურაა.

P.S: კორონავირუსით დაავადებული საკრებულოს დეპუტატი რუსთავის ვიცე-მერის, ბესიკ ტოგონიძის ახლო მეგობარი და ბიზნეს-პარტნიორია.

კერძოდ, მათ ცოლების სახელზე აქვთ რეგისტრირებული რესტორანი, რომელიც რუსთავში, კოსტავას გამზირზე მდებარეობს.

ფაქტი: მათ მიერ შევსებული დეკლარაციებიდან დგინდება რომ ვირუსით ინფიცირებული დეპუტატის მეუღლე, ნ.ნ ფლობს "კს ხაჩიძე და კომპანიის" 35 პროცენტს. ამავე კომპანიის 35 პროცენტს ფლობს რუსთავის ვიცე-მერის, ბესიკ ტოგონიძის მეუღლე, ელენე ტოგონიძეც. მათ ჰყავთ მესამე პარტნიორიც - ლიანა ხაჩიძე. 

მართალია, ფორმალურად ამ ბიზნესს საკრებულოს კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატისა და ვიცე-მერის მეუღლეები ფლობენ, თუმცა, რეალურად მას ქმრები აკონტროლებენ და აქედან გამომდინარე, ერთადაც ხშირად იყვნენ იქამდე, ვიდრე კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დადასტურდა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსთავის ვიცე-მერი, ბესიკ ტოგონიზე, რომელსაც ასევე სამსახურებრივადაც ჰქონდა შეხება ვირუსით ინფიცირებულ დეპუტატთან, ამ დრომდე არ იმყოფება თვითიზოლაციაში.

ეს ფაქტი კი, კიდევ უფრო ზრდის ახალი კორონავირუსის მასშტაბურად გავრცელების საფრთხეს. 


თეგები :

რუსთავი