• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

"სააღდგომო ლიტურგიაზე არ წავალ, სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრება არის კომენდანტის საათის დარღვევა"

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი კომენდანტი საათის დროს საეკლესიო რიტუალების ჩატარების საკითხს დღეს ბრიფინგზე გამოეხმაურა.

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ დავიცვათ ყველა ის რეგულაცია, რომელიც არის დღეს მკაცრად და ზედმიწევნით, რათა გვქონდეს შესაძლებლობა რომ აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ. რაც შეეხება კომენდანტი საათის პირობებს, ეს პირობები არის ძალიან მკაფიო და გადაადგილება 21:00 საათიდან 6 საათამდე არაა ნებადართული, ამასთან ერთად არაა ნებადართული 3 ადამიანზე მეტის შეკრება. შესაბამისად ამ 2 პირობის კომბინაციით პასუხი კითხვაზე არის რომ რა თქმა უნდა დაირღვევა კომენდანტი საათი იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება ეს იქნება ეკლესიაში თუ სხვა სივრცეში და მოქალაქეთა გადაადგილება დაფიქსირდება 21:00 საათიდან 6 საათამდე.

შეზღუდვა ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეზღუდვები ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს. ყველას გვჭირდება მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია, ყველამ უნდა დაიცვას პირობები," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ცქიტიშვილის თქმით, ის სააღდგომო ლიტურგიაზე წასვლას არ აპირებს.


თეგები :