• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

ბათუმში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი - ახალგაზრდა ქალი გამოჯანმრთელდა

ბათუმში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალგაზრდა ქალი მალე დატოვებს კლინიკას და თვითიზოლაციაში ორ კვირას გაატარებს.

კლინიკა „მედალფას“ რეგიონული დირექტორის, ლევან ანთაძის განმარტებით, პროტოკოლით ჩატარებული ანალიზების პასუხები უარყოფითია, შესაბამისად, პაციენტმა კორონავირუსი დაამარცხა.

ამ კლინიკაში კორონავირუსით დაინფიცირებული 7 პაციენტი მკურნალობს. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 27 ადამიანი უკვე განიკურნა.


თეგები :