• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

პირველი აპრილის საღამოს 9 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, პოლიციამ 204 მოქალაქე 3,000 ლარით დააჯარიმა, რაც ჯამში 612,000 ლარია

ე.წ. კარანტინის წესების დარღვევის მიზეზით, მხოლოდ პირველი აპრილის საღამოს 9 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, პოლიციამ 204 მოქალაქე 3,000 ლარით დააჯარიმა, რაც ჯამში 612,000 ლარია. ბოლო ორ დღეში კი, შსს-ს მიერ გამოწერილი ჯარიმების საერთო ოდეობა 2 მილიონ ლარს აჭარბებს.

ამის შესახებ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული. 

“სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 1 აპრილის 21 საათიდან 2 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 204 მოქალაქე დააჯარიმეს” - წერია შსს-ს განცხადებაში, 

შსს-ს ინფორმაციით, გარდა ამისა, პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 75 მოქალაქე დააჯარიმა.

'კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.”

საინტერესოა, როგორ უნდა გადაიხადონ საქართველოს მოქალაქეებმა 3,000 ლარიანი ჯარიმები ამ ეკონომიკური კრიზისის, მასობრივი უმუშევრობისა და პანდემიის დროს? 

მხოლოდ ბოლო 3 კვირის განმავლობაში, საქართველოში საშუალოდ დამატებით 100,000-მდე ადამიანი დარჩა უმუშევარი - ყოველღვარი შემოსავლის გარეშე. 

P.S: დაჯარიმებული მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერენ რომ პოლიცია, დაჯარიმებამდე, პირს უღებს ფოტოს და უგზავნის თავის ზემდგომს და მხოლოდ მისი დასტურის შემდეგ წერს 3,000 ლარიან ჯარიმას, რაც შერჩევით სამართალზე მიანიშნებს. 

როგორც ჩანს, შსს-ში ჯერ კარგად ამოწმებენ დასაჯარიმებელი პირის ვინაობას და თუ ის ქართული ოცნების რომელიმე ბობოლა ჩინოვნიკის ახლობელი არ არ არის, 3,000 ლარიან ჯარიმას უწერენ.


თეგები :

შსს