• თბილისი
  • 27°C
  • 31 მაისი, 2020
article

რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა - მიზეზი საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედის კორონავირუსით დაინფიცირებაა

რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში გადავიდა.

მიზეზი რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედის კორონავირუსით დაინფიცირებაა.

თავად ინფიცირებულის შვილი უკვე თბილისშია და ტესტირება უტარდება, საკრებულოს ყველა დანარჩენი თანამშრომელი კი, რომელსაც დეპუტატთან ჰქონდა შეხება, თვითიზოლაციაშია გადასული.

რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია.

ინფორმაციისთვის, რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეროვნული ბანკის თანამშრომელია.


თეგები :