• თბილისი
  • 27°C
  • 05 ივნისი, 2020
article

ქუთაისში პატრულის შეურაცხყოფისთვის გოგი წულაია დააკავეს

ქუთაისში პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით პატრულის შეურახყოფისთვის დააკავეს.

წულაიას პატრულმა პირადობის მოწმობა მას შემდეგ მოსთხოვა, რაც მან ქალაქში პროტესტის გამოხატვა გადაწყვიტა. სამართალდამცველმა ისიც შეახსენა, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში საპროტესტი აქცია იკრძალებოდა. ამას გარკვეული შელაპარაკება მოჰყვა, რა დროსაც წულაია უცენზურო სიტყვების გამო განყოფილებაში გადაიყვანეს.

წულაიას ბრიფინგი სავალუტო პუნქტების დახურვის გამო ჰქონდა და აცხადებდა, რომ მსგავსი შეზღუდვით ადამიანები უმუშევრები რჩებიან.


თეგები :