• თბილისი
  • 26°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

პაატა იმნაძე კორონავირუსით ინფიცირებულ ბათუმელ მედდაზე: ის გმირია... ემსახურებოდა ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტს, რომელთანაც ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული

დღეს, 1 აპრილს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებული ექთნის შესახებ ისაუბრა. იმნაძეს ჰკითხეს, იყო თუ არა მოძიებული მედდის ყველა კონტაქტი და იყვნენ თუ არა იზოლაციაში ან კარანტინში ეს პირები.

“გასაგებია, რომ აქ არის პერსონალურ ინფორმაციაზე საუბარი, მაგრამ ეს ჩემი კოლეგა არის გმირი. იმიტომ, რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკურად კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა [მედდამ] გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ ამ პაციენტისათვის მოევლო. სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს იქ რა ხდებოდა. ამიტომაც, რა თქმა უნდა, მისი ყველა კონტაქტი მოკვლეულია და ყურადღების ქვეშ არის, მაგრამ თვითონ ეს ჩემი კოლეგა არის გმირი,” – განაცხადა პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ექთანს რომ COVID-19 დაუფიქსირდა, ამის შესახებ ცნობილი 30 მარტს გახდა. იგი კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობს, მისი ჯანრმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


თეგები :