• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

"მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, სპეციალური ღონისძიებები გვექნება"

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მოხდება იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, იდენტიფიცირების შემდეგ მთავრობა მათ დაეხმარება.

“ჩვენ გვესმის, რომ უნდა მოვახდინოთ თითოეული ჩვენი იმ მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და მას შემდგომ, რაც ამ იდენტიფიცირებას მოვახდენთ, ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი ასევე პირდაპირი დახმარებისთვის”, - განაცხადა გახარიამ.


თეგები :