• თბილისი
  • 29°C
  • 03 ივნისი, 2020
article

ვინ არის სოფლის ექიმი, რომელსაც პაატა იმნაძემ მადლობა საჯაროდ გადაუხადა?

ეს ქალბატონი 47 წლის ია გოგიძეა. ის სოფელ ქვემო ბოლნისის ოჯახის ექიმია.

ია უკვე მეექვსე დღეა კარანტინის ზონაში, ოჯახ-ოჯახ, კარდაკარ დადის და სოფლის მცხოვრებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას ამოწმებს.

27 მარტს, ერთ-ერთი ასეთი შემოვლის დროს მან მიაკვლია ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ია გოგიძეს, 31 მარტს, სათანადო მუშაობისა და დროული რეაგირებისათვის, მადლობა საჯაროდ გადაუხადა.

იამ ეს მადლობა გვიან ნახა, რადგან იმ დროს შემოვლაზე იმყოფებოდა.

"ექიმი რომ ხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, ამიტომ შიშსა და ემოციებზე არ ვფიქრობ. შესაბამისად ვიყავი აღჭურვილი, ხალათი, სათვალე, ქუდი, პირბადე, ფარი, ხელთათმანი და ალბათ ესეც იყო მიზეზი, რომ დაცულად ვგრძნობდი თავს," - ამბობს ექიმი რადიო "თავისუფლებასთან"...

 


თეგები :