• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

კარანტინის რეჟიმში თბილისის მეტრო მუშაობას წყვეტს

თბილისის მეტროთი გადაადგილება სრულიად იკრძალება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ხვალიდან საქართველოს მასშტაბით ფაქტობრივი საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდება, რომელიც მოიცავს მკაცრ შეზღუდვებს, მათ შრის გადაადგილებასა და ტრანსპორტით მოძრაობას. ამოქმედდება ე.წ. კომენდანტის საათი, რომლის დროსაც საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე იკრძალება ქუჩაში გასვლა. აკრძალულია ასევე სამ ადამიანზე მეტის თავმოყრა ღია და დახურულ საზოგადებრივ სივრცეებში.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ვადით იქნება ქვეყანაში საკარანტინო რეჟიმი.


თეგები :