• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

ნიუ-იორკში მცხოვრებ ქართველ ტენორს კორონავირუსი დაუდგინდა - "ექიმის კონსულტაცია სამწუხაროდ მხოლოდ სატელეფონო ზარით შემოიფარგლა, უპრეცედენტო რაოდენობის პაციენტების გამო"

ნიუ იორკში მცხოვრებ  ქართველ ტენორს, ბექა გოგინაშვილს, კორონავირუსი დაუდგინეს. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“მოგესალმებით, მეგობრებო, პირველ რიგში, ამ სტატუსის დაწერა თქვენგან გამოჩენილმა დიდმა ყურადღებამ და სიყვარულმა გადამაწყვეტინა.

მას შემდეგ, რაც დადასტურდა კორონავირუსის არსებობა და ტესტმა პოზიტივი აჩვენა, უამრავი პირადი მესიჯი და ზარი შემომდის. სამწუხაროდ, ყველასთან სათითაოდ პასუხის გაცემა და ახსნა, რომ თავს კარგად ვგრძნობ, უამრავ დროსა და ენერგიას მოითხოვს, რაც კრანტინის პირობებში ყოფნის მიუხედავად არ მაქვს (თავიდანვე გადავწყვიტე, რომ დასამალი არაფერი მაქვს და პირიქით, რაც მეტ ადამიანს გავუზიარებ საკუთარ გამოცდილებას, მგონია, რომ უფრო ნაკლებად იქნებიან სტრესულ მდგომარეობაში).

ექიმის კონსულტაცია (რაც სამწუხაროდ მხოლოდ სატელეფონო ზარით შემოიფარგლა უპრეცედენტო პაციენტების გამო), პირველ რიგში მდგომარეობს შემდეგში, რომ ასაკოვან და ქრონიკულად დაავადებულ ხალხს უნდა მოვერიდოთ. რადგან თავს კარგად ვგრძნობთ ეს ნიშნავს, რომ ძლიერი იმუნიტეტი გვაქვს და ვერ მოგვერია ვირუსი და კიდევ იმით “გვანუგეშა”, თურმე ნიუ იორკში მაცხოვრებელთა 80%-ს ელიან, რომ დაავადდება უახლოეს კვირებში, ჩვენს ჯანმრთელობას ასაკისა და ძლიერი იმუნიტეტის გამო სერიოზული ზიანი არ ემუქრება.

მოკლედ, კიდევ ერთხელ ყველას გულწრფელ მადლობას გადაგიხდით გამოჩენილი ყურადღების და სიყვარულისთვის. კიდევ და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ არ გვეშინია ერთუჯრედიანი ვირუსის. ადამიანი ცხოვრობს ერთხელ და ნამდვილად არაა სასურველი მთელი სიცოცხლის შიშის ქვეშ გატარება.

რა თქმა უნდა, ჰიგიენური ნორმების დაცვა ეს ბუნებრივი პროცესია, თუმცა განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობ ძლიერად თავს, როცა ვიცი, რომ ჩემი ცხოვრება უფლის ერთ სიტყვაზეა დამოკიდებული და არა რომელიმე ერთუჯრედიან ვირუსზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას და მინდა, ყველას ერთად გვჯეროდეს უფლის ნებით მალე “ყველაფერი კარგად იქნება," - წერს მომღერალი.


თეგები :