• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივლისი, 2020
article

ავტოსაგზაო შემთხვევას გურიაში 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წყალწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ოპელის" მარკის ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც, "ოპელის" მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელსაც პირველადი დახმარება ადგილზე მისულმა მედიკოსებმა გაუწიეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და არ საჭიროებდა სტაციონარში გადაყვანას.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების, სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და საპატრულო პოლიციის ბრიგადები.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით.


თეგები :

ავარია