• თბილისი
  • 28°C
  • 13 ივლისი, 2020
article

გურჯაანში სტადიონზე ფეხბურთის თამაშისთვის პოლიციამ რამდენიმე პირი 3000 ლარით დააჯარიმა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, 9 მაისის სახელობის პარკში მდებარე საფეხბურთო სტადიონზე, პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, ფეხბურთის თამაშის გამო 11 ადამიანი დააჯარიმეს. თითოეულ მათგანს ჯარიმის სახით 3000 ლარის გადახდა მოუწევს.

კახეთში თვითიზოლაციაში 299 ადამიანი იმყოფება. რეგიონის მასშტაბით არსებულ 9 საკარანტინო სივრცეში კი 580 პირია მოთავსებული. კახეთში Covid-19-ის არცერთი შემთხვავა არ დაფიქსირებულა.


თეგები :