• თბილისი
  • 28°C
  • 13 ივლისი, 2020
article

"შესაძლოა, იყოს მდორე პიკი... ეს იქნება სადღაც ორი-სამი კვირის მერე"

ჩვენ დღეს გვყავს ექვსი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში, მოთავსებული არიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ ისეთი, რომ უიმედო იყოს, არც ერთი არ არის, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ის ფიქრობს, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მატება ზომიერად გაგრძელდება.

"მე მაინც მგონია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ ზომიერად. არ ველოდები რამე განსაკუთრებულს, თუმცა თუ პიკი იქნება, შესაძლოა ის იყოს მართლა პიკი და შესაძლოა, იყოს მდორე პიკი, ეს იქნება სადღაც ორი-სამი კვირის მერე", - განაცხადა თემგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268 იმყოფება, კარანტინში - 4717.


თეგები :