• თბილისი
  • 28°C
  • 13 ივლისი, 2020
article

"არ უნდა ვთქვათ: "ამან რაიღა უნდა მიყოსო", ან "კორონაი არა ამე" - ყაზბეგის მერი აღმოსავლეთ საქართველოს მთის რეგიონის მცხოვრებლებს მიმართავს

ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს.

“ძვირფასო მოხევეებო, ხევსურნო და მთიულნო!!

მე, როგორც ყაზბეგის მერმა, თქვენმა ახლობელმა, ოჯახის წევრმა ან უბრალოდ, როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ, ვალდებულად ვთვლი, მოგმართოთ და გთხოვოთ – დაიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჩვენი მედიკოსების რეკომენდაციები, ვინაიდან მესმის და ვხედავ, როგორ მოვეშვით, თითქოს ნაკლებად გვეხება და ჯერ ვირუსი ჩვენამდე არ მოსულა.

მოვიდა მეგობრებო, მოვიდა!!

ბევრი ჩვენთაგანი ჯერ კიდევ ვერ აღვიქვამთ, რასთან გვაქვს საქმე.

უფერო, უსუნო და უხილავი მკვლელი ვირუსით უკვე დაინფიცირდა 657,523 ადამიანი, 30,428 სხვადასხვა ქვეყანის მოქალაქე გარდაიცვალა და 3,300 ადამიანზე მეტი ებრძვის სიცოცხლეს.. სამწუხაროდ ციფრები საგანგაშოდ იზრდება..

მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ ჩვენს ქვეყანაშიც შემოაღწია და გადავედით შიდა გავრცელების ეტაპზე, სადაც თითოეულ ჩვენთაგანს გვმართებს განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ნაკლები დანაკარგებით გადავლახოთ ქვეყნისთვის და კაცობრიობისთვის ურთულესი პერიოდი..

ვიცი, როგორი რთულია მთაში უარი თქვა გვარის შეკრებებზე, მნათეზე, რელიგიურ სუფრებზე, ჭირზე თუ ლხინზე, სადაც დიდი ტრადიცია და მადლია, მით უმეტეს, გვიახლოვდება აღდგომის წმინდა დღესასწაული.

უნდა მოვერიოთ ჩვენს თავებს და არ უნდა ვთქვათ: “ამან რაიღა უნდა მიყოსო” ან ” კორონაი არა ამე”… პირიქით, ვურჩიოთ ჩვენს ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ნათესავებს, რომ დავრჩეთ სახლებში!!! ვიმეორებ დავრჩეთ სახლებში!!!

ვირუსის იზოლაციაში მოსაქცევად ეს არის ჯერჯერობით ყველაზე მძლავრი იარაღი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ერთად მოვერევით COVID 19-ს

#დარჩისახლში “,- ნათქვამია მერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები :