• თბილისი
  • 35°C
  • 06 ივლისი, 2020
article

ეკატერინე ტიკარაძე: მარნეულში ჩინური ტესტები არ გამოგვიყენებია. გამოვიყენეთ გერმანული ტესტები

ჩინურმა კომპანიამ, რომელთანაც ჩვენ ხელშეკრულება გვქონდა დადებული, თვითონ გაიწვია ტესტები მსოფლიოს იმ ქვეყნებიდან, სადაც უკვე შეძენილი ჰქონდათ მისი ტესტები. საქართველოს ხელისუფლებას გაფორმებული ჰქონდა მასთან ხელშეკრულება, მაგრამ თანხა ჯერ გადარიცხული არ გვქონია. შესაბამისად, ამ კომპანიის ტესტები საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

"ჩინურმა კომპანიამ, რომელთანაც ჩვენ ხელშეკრულება გვქონდა დადებული, თვითონ გაიწვია ტესტები მსოფლიოს იმ ქვეყნებიდან, სადაც უკვე შეძენილი ჰქონდათ მისი ტესტები. საქართველოს ხელისუფლებას გაფორმებული ჰქონდა მასთან ხელშეკრულება, მაგრამ თანხა ჯერ გადარიცხული არ გვქონია. შესაბამისად, ამ კომპანიის ტესტები საქართველოში ჯერ არ ჩამოსულა. მარნეულში გამოყენებული იყო სხვა ტესტები, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიას გერმანიის ხელისუფლებამ გადასცა. ჩვენ ასევე გვქონდა აშშ-ისგან, ჰონგ-კონგისა და ჩინეთისგან მიღებული ტესტები. ყველა ამ ტესტის სანდოობა გადამოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში და ეს ტესტები 100%-ით ზუსტია. ლუგარის ლაბორატორიას აქვს საკმარისი კომპეტენცია, რათა მიიღოს გადაწყვეტილება და აძლევს ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვების სამსახურს რეკომენდაციას, თუ რომელი ტესტი შეიძლება იყოს გამოყენებული ქვეყანაში. თავის მხრივ, ლუგარის ლაბორატორია ხელძღვანელობს აშშ-ის CDC-ის, ჯანმოს და „შარიტეს უნივერსიტეტის“ პროტოკოლით“, - განაცხადა ტიკარაძემ.


თეგები :