• თბილისი
  • 28°C
  • 01 ივნისი, 2020
article

"საქართველოში მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, სადაც ჯანდაცვის სისტემები საუკეთესოდ ითვლება"

თუ ვითარებას საერთაშორისო მასშტაბით შევაფასებთ, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, განსაკუთრებით მხედველობაში აქვს ევროპის ის განვითარებული ქვეყნები, რომელთა ჯანდაცვის სისტემები საუკეთესოდ ითვლება.

"ერთ-ერთი ყველაზე მცირე რაოდენობა გვაქვს შემთხვევათა, 79 ინფიცირებული და არც ერთი გარდაცვლილი. ამაზე მეტის გაკეთება, არაფრის არ შეიძლებოდა. ეს მდგომარეობა, რაც დღეს საქართველოს უკავია მსოფლიო რუკაზე, შედეგია იმისა, რომ მთელი ვერტიკალი, დაწყებული რიგითი ექიმიდან და ეპიდემიოლოგიდან, გაგრძელებული დააავადებათა კონტროლის ცენტრით, კლინიკებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და განსაკუთრებით საქართველოს მთავრობის, პირადად პრემიერით დასრულებული, მთელი ვერტიკალი საათივით აწყობილი მუშაობდა. ყველა საპასუხისმგებლო ღონისძიება განხორციელდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად“ - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


თეგები :