• თბილისი
  • 13°C
  • 04 აპრილი, 2020
article

"ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში გაატარებენ"

ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები საკარანტინო პერიოდს სპეციალურად დაქირავებულ ფართში გაატარებენ, ამ პერიოდის დასრულების შემდეგ მათ სხვადასხვა დაწესებულებაში გადაანაწილებენ. ამ გადაწყვეტილების შესახებ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ განაცხადა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სააგენტოს დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო მიყვება იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაცემულია დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიიო ორგანიზაციის მიერ. ამასთან, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ ყველა სერვისი მოერგოს იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

„ჩვენ უნდა დავიცვათ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ვირუსის საფრთხისგან და ამისთვის აქტიურად ვმუშაობთ. როგორც მეურვეობა-მზრუნველობის ორგანო, ვცდილობთ, მოვიცვათ ყველა მოწყვლადი კატეგორია და მოვარგოთ სერვისები იმ არსებულ ვითარებას, რომელიც დღეს ქვეყანაშია.

ვინაიდან ვერ ვახერხებთ სერვისების მიწოდებას რეგულარულ რეჟიმში, ყველა სერვისზე, ყველა მოწყვლად ჯგუფთან მიმდინარეობს მუშაობა და ამ სერვისების მათზე და არსებულ მდგომარეობაზე ადაპტირება. აქედან გამომდინარე, არასწორი ინფორმაციის გავრცელება სწორედ მათ ინტერესებს აზიანებს“, - განაცხადა მერი მაღლაფერიძემ.


თეგები :