• თბილისი
  • 16°C
  • 05 აპრილი, 2020
article

თელავის რეფერალური საავადმყოფო მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომის მქონე პაციენტებს მოემსახურება

თელავის რეფერალური საავადმყოფო დღეიდან მხოლოდ კორონავირუსის სიმპტომის მქონე პაციენტებს მოემსახურება.

როგორც კლინიკის დირექტორის აღნიშნავს, პაციენტებს ანალიზებს ადგილზე აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნიან.

საავადმყოფომ პაციენტების მიღება გუშინ შეაჩერა და სტაციონარიდან მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ, სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაანაწილა. 

ამ დროის მონაცემებით, კახეთის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა გამოვლენილა.


თეგები :