• თბილისი
  • 32°C
  • 16 ივლისი, 2020
article

"ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 4-ის მდგომარეობა მძიმეა"

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 4-მდე გაიზარდა.

"რამდენიმე დღეა ჩვენ გვყავს 3 მძიმე პაციენტი. გუშინ დაგვემატა 1 მძიმე ახალი პაციენტი. ამ სიმძიმეს განაპირობებს ორმხრივი მძიმე პნევმონია, თავის სუნთქვის უკმარისობით და ასევე თანარსებული დაავადება რკინადეფიციტური მძიმე ანემიის სახით, რომელიც არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს. გუშინდელს მერე მდგომარეობის პროგრესიება არ ყოფილა ამ პირთან, სტაბილური სიტუაციაა და ვნახოთ, თუ ასე გაგრძელდა და მდგომაროება სტაბილური თუ დაგვრჩება, იმედია, რომ გამოსავალიც კეთილსაიმედო უნდა იყოს.

დანარჩენი სამ პაციენტს რაც შეეხება - ერთი ქალბატონი, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა სტაბილურია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სიმძიმის პერიოდი გადაილახა და გამოსავალი უკვე კეთილსაიმედო უნდა იყოს. დანარჩენი ორი პაციენტიდან, ერთი ასაკოვანი ქალბატონია, რომელთანაც გვაქვს მძიმე სიტუაცია იმ მხრივ, რომ გარდა ორმხრივი პნევმონიისა და თანარსებული დაავადებისა, ეს არის გულის უკმარისობა და მძიმე ნევროლოგიური დაავადება, გამოვლინდა სეფსისის კლინიკა, ჯერჯერობით ამ ქალბატონთან მძიმე მდგომაროება რჩება, ასეთი მკვეთრი გაუარესება არ შეიმჩნევა გუშინდელიდან დღემდე, მაგრამ მაინც სერიოზულია და გამოსავალზე ვერ ვილაპარაკებთ, როგორი იქნება და მესამე მძიმე ავადმყოფი, ეს არის თანარსებული დაავადებით - დიაბეტის ფონზე განვითარებული მძიმე პნევმონია ამ პაციენტთანაც ჯერჯერობით დაავადება მინიმალურად, მაგრამ მაინც პროგრესირებს”, - განაცხადა ეზუგბაიამ.


თეგები :