• თბილისი
  • 33°C
  • 10 აგვისტო, 2020
article

როგორ იცავს თავს ვირუსისგან პენსიონერი, რომელსაც პირბადის ფული არ აქვს და მთავრობა...

ეს ფოტო ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც დღეს საქართველოშია. 

გამდიდრებული და პრივილეგირებული მთავრობის წარმომადგენლები და სოციალურად დაუცველი ხალხი… 

ეს პენსიონერია, რომელიც დღეს პენსიის ასაღებად ქუჩაში გავიდა. 

მას პირბადის ფული არ აქვს. თუმცა, რომ ჰქონდეს, მისი შოვნა საკმაოდ ძნელია. 20 თეთრიანი პირბადეები 3 ლარად იყიდება. 

ამიტომ, იძულებულია სახეზე ცხვირსახოცი აიფაროს…

ეს კი ყოფილი მინისტრი და გახარიას წარმომადგენელი, სოზარ სუბარია, რომელსაც ახლა კარანტინის ზონად გამოცხადებული მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები აბარია. 

პენსიონერისათვის მიუწვდომელი ძვირადღირებული პირბადით აღჭურვილი სუბარი ასე ესაუბრება ხალხსა და მედიას.

როგორც ფოტოდან ჩანს, სუბარმა პირბადის მოხმარების წესებიც არ იცის და მას ის უკუღმა უკეთია. 

ეს მაშინ, როდესაც საკარანტინე ზონად გამოცხადებულ მარნეულსა და ბოლნისში, ხალხს არც პირბადეები აქვს და არც სადეზინფექციო ხსნარი. 

ამიტომ, ხალხს, პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარს, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით მოხალისეები უფასოდ ურიგებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. 

სუბარი და ქართული ოცნების წარმომადგენლები კი, როგორც ჩანს იმაზე უფრო ზრუნავენ რომ თავად იყვნენ უკეთ დაცულნი - ვირუსისგან.


თეგები :

ხალხი