• თბილისი
  • 26°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

მარნეულიდან გადმოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა მძიმეა - ის მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული

მარნეულიდან გადმოყვანილი ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულია. მას მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი აღენიშნება და მართვითი სუნთქვის აპარატზეა მიერთებული - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

ექიმის თქმით, ახალშობილს კორონავირუსზე ანალიზი უკვე აუღეს, პასუხი კი დღეს საღამოს იქნება.

„ამ წუთში ის აპარატულ სუნთქვაზეა. პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო. მას აქვს მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი და ჩვეულებრივად, რეანიმაცია კეთდება, როგორც ეს ახალშობილ ჩვილებშია გათვალისწინებული პროტოკოლით. რესპირატორული დისტრეს სინდომი უფრო რთულია, ვიდრე ფილტვების ანთება. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ბავშვი გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან“ - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.


თეგები :