• თბილისი
  • 14°C
  • 04 აპრილი, 2020
article

საზარელი ავარია ზუგდიდში - დაღუპულია ცოლ-ქმარი და კიდევ ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი მძიმედ დაშავდა. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მრავლობითი დაზიანებებით არიან მოთავსებული, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა წუხელ ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე, დარჩელის მონაკვეთზე მოხდა. გარდაცვლილთა შორის ცოლ-ქმარია.

არსებული ინფორმაციით, მანქანა ბორდიურს შეეჯახა, რის შემდეგაც ამოყირავდა.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


თეგები :