• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

"გატეხა ურდული და გარეთ გამოვიდა" - ირანელი ბიჭი, რომელიც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილებიდან უნებართვოდ გამოიქცა, აბასთუმანში გადაიყვანეს

ირანის მოქალაქე, რომელმაც გუშინ ბოქსირებული განყოფილება მედიკოსების ნებართვის გარეშე დატოვა და ჟურნალისტებს გაესაუბრა, აბასთუმანში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი საავადმყოფოში მოხვდა როგორც შესაძლო შემთხვევა, რადგან სამი დღის განმავლობაში ირანში იმყოფებოდა.

"მას სიმპტომები არ აღენიშნებოდა, ჩატარდა გამოკვლევა, არ დაუდასტურდა კორონავირუსი და მოთავსებული იყო სხვა სივრცეში. ჩვენ იზოლირებული გვყავდა რამდენადაც ექვემდებარებოდა კარანტინს, არ იყო 14 დღე გასული საინკუბაციო პერიოდიდან. ის იყო მოთავსებული ჩაკეტილ სივრცეში, სადაც მან მოახერხა ურდულის გახსნა, გატეხა ასე ვთქვათ, გააღო და გამოვიდა, თუმცა ჩვენ მიმართ მას არანაირი აგრესია არ ჰქონია. უბრალოდ უნდოდა გასვლა და გამოჰყვა სანიტარი, რომელსაც არა აქვს კონტაქტი უშუალოდ ამ პალატებთან, სადაც კორონავირუსზე საეჭვო შემთხვევებია, დამხმარე სივრცეს ალაგებს ის. ახლა ის გადაყვანილია აბასთუმანში, კარანტინში იმიტომ კი არა, რომ ვირუსი აქვს, უბრალოდ არ არის ჯერ საინკუბაციო პერიოდი გასული“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, მარნეულის, მკვიდრი, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


თეგები :