• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

თურქეთმა, შესაძლოა, საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტოს

თურქეთიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეების განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ფაქტის დადასტურების შემდეგ, თურქეთში პანიკაა. საზღვარზე საეჭვო მგზავრებს ორივე ქვეყნის მედიკოსები ამოწმებენ.

მგზავრების თქმით, თურქეთში ამბობენ, რომ საზღვარი საქართველოსთან, შესაძლოა, ჩაიკეტოს.

სარფის საბაჟო შესაძლოა, თურქულმა მხარემ ჩაკეტოს, - ამის შესახებ თურქეთიდან საქართველოში შემოსულმა რამდენიმე ადამიანმა განაცხადა. მათივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების გამო თურქეთში პანიკაა. ამბობენ, რომ საეჭვო მგზავრებს ორივე ქვეყნის მედიკოსები ამოწმებენ.

როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია მარნეულის მკვიდრ 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


თეგები :