• თბილისი
  • 28°C
  • 13 ივლისი, 2020
article

ირაკლი შოთაძის დედამ, რომლის წლიური შემოსავალი 4,919 ლარია, 570 ათასის ღირებულების ქონება იყიდა - კრედიტის გარეშე

ირაკლი შოთაძის დედამ, რომელიც ექიმია და რომლის წლიური შემოსავალი, შვილის დეკლარაციის მიხედვით, 4,919 ლარია, შეძლო და დიღმის საცდელ მეურნეობაში, საშუალოდ 200 ათასი დოლარის ანუ 570 ათასი ლარის ქონება - 1000 მ2 მიწა იყიდა ეთერ ჯორჯიკიასაგან, კრედიტის გარეშე. 

ამ ღირებულების ქონება რომ ეყიდა, შოთაძის დედას, თავისივე შემოსავლის გათვალისწინებით მინიმუმ 115 წელი უნდა ემუშავა, თან ისე რომ მის შემოსავალს ერთი თეთრიც  არ უნდა მოკლებოდა. 

ამიტომ, გაურკვეველია, როგორ მოახერხა მეორედ მოსული გენპროკურორის დედამ ასეთი ქონების დარეგისტრირება მაშინ, როდესაც საჯარო რეესტრის მონაცემებით, მიწის შეძენამდე, მისი ოჯახის მხრიდან უძრავი ქონების გაყიდვა არ ფიქსირდება.

ქალბატონმა ეთერ ბლაგიძემ, ძვირადღირებული მიწის ნაკვეთი, ყიდვის შემდეგ შვილს - ირაკლი შოთაძეს აჩუქა შარშან. 

სავარაუდოდ, მეორედ მოსული გენპროკურორი სახლის ასაშენებლად ემზადება...

P.S: დიღმის საცდელი მეურნეობა თბილისში ერთერთ პრესტიჟულ ადგილად ითვლება, სადაც ერთი კვ.მ მიწის ფასი 200 დოლარი ღირს. შესაბამისად, 1000 კვ.მ მიწის ფასი საშუალოდ 200,000 დოლარია, რაც (კურსით 2.85) 570 ათასი ლარი გამოდის.


თეგები :

შოთაძე