• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

"თურმე მსახიობობას რამდენი ენერგია მიაქვს" - ანა დოლიძეს ქართულ მხატვრულ ფილმში გადაიღებენ

ცნობილ იურისტს და პოლიტიკოსს, ანა დოლიძეს ახლო მომავალში, სავარაუდოდ, ქართულ მხატვრულ ფილმში გადაიღებენ. ამის შესახებ მან საკუთარ გვერდზე, სოციალურ ქსელში დაწერა:

"დილა მშვიდობისა, ხალხო! ერთი საინტერესო ამბავი მინდა გაგიზიაროთ. ამას წინათ ვიყავი სინჯებზე ერთი მომავალი ქართული მხატვრული ფილმის. პირველად ვიყავი და ძალიან საინტერესო პროცესი აღმოჩნდა. არ ვიცი ეს რითი დამთავრდება, თუმცა დავაკვირდი, რომ მე ხშირად ვფიქრობ რომ ჩემ საქმეს ძალიან დიდი ენერგია ჭირდება, არადა თურმე მსახიობობას რამდენი ენერგია მიაქვს. წავედი ახლა ბრიფინგზე განათლებაზე. კარგი დღე ყველას," - წერს ანა დოლიძე.


თეგები :