• თბილისი
  • 10°C
  • 16 თებერვალი, 2020
article

გაყიდული ჩვილის დედის ადვოკატი: მარტოხელა დედაა, ჰყავს სტუდენტი შვილი, არ ჰყავს მეუღლე და არის ეკონომიკურად შეჭირვებული

გაყიდული 3 დღის ჩვილის დედამ,  ირმა მაისურაძემ 2 000 ლარიანი გირაო ვერ გადაიხადა, ამიტომ ის ქალთა კოლონიაში რჩება.

დაკავებული ქალის ადვოკატი ნათელა ჩერქეზია აცხადებს, რომ ახალგაზრდა ქალს თავდაპირველად აბორტის გაკეთება სურდა.

"ირმა მაისურაძე აღიარებს, რომ გადაიფიქრა აბორტი. გადარჩა ბავშვი. ვფიქრობ, ამ შვიდი კაცის პასუხისგებაში მიცემა იმად ღირდა, რომ ეს პატარა ბიჭი დაბადებულიყო. ეს არის მარტოხელა დედა, რომელსაც არ ჰყავს მეუღლე, ჰყავს ერთი სტუდენტი შვილი, რომელიც მის კისერზეა და ის არჩენს და არის ეკონომიკურად შეჭირვებული. ყველაფერი ის, რაც აბორტს უკავშირდება და ბავშვის მოშორების გადაწყვეტილებას, არის დამოკიდებული მის მატერიალურ სიდუხჭირესთან," - ამბობს ადვოკატი.

"ექიმს მისთვის შვილი გაყიდეო არ ურჩევია. მე არ ვიცავ კლინიკის ექიმებს. ნამდვილად არ ვიცი არიან თუ არა ჩართულები. არის დიდი ვარაუდი, რომ არ ყოფილიყვნენ ჩართულები და სიტუაცია მივიდა გაშვილების მომენტამდე.

ირმა მაისურაძე არის ძალიან დათრგუნული. ხუთი დღის წინ საკეისრო კვეთით დაიბადა ბავშვი. ბრალდებული საავადმყოფოდან პირდაპირ მოხვდა საპატიმრო ადგილზე და პროცესზე ის ძალიან ცუდად გახდა, ამიტომ მის გარეშე იყო განხილული საქმე.

დედა არ არის გათავისუფლებული, გირაო ვერ გადაიხადა. მოსამართლემ საკმაოდ სამართლიანად, ყველაზე მინიმალური ოდენობა, ორი ათასი ლარი შეუფარდა. ჯერ ვერ გადაიხადა, მაგრამ მას აქვს 30-დღიანი ვადა და ამ პერიოდში ვეცდებით, რომ გადაიხადოს. ცხოვრებამ აიძულა ეს, თუმცა ეს არ უნდა გაეკეთებინა“, - აცხადებს უფლებადამცველი.


თეგები :