• თბილისი
  • 28°C
  • 15 აგვისტო, 2020
article

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა: ბავშვის გაშვილება მსურდა, რადგან მისი გაზრდის მატერიალური შესაძლებლობა არ მაქვს

ახალშობილის გაყიდვის საქმეზე ბრალდებული დედა ირმა მაისურაძე აცხადებს, რომ ბავშვის გაშვილება სურდა, ვინაიდან მისი გაზრდის მატერიალური საშუალება არ ჰქონდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ირმა მაისურაძის ადვოკატი ნათელა ჩერქეზია ესაუბრა.

"ბავშვის გაშვილება იმის გამო სურდა, რომ მის გასაზრდელად მატერიალური საშუალება არ ჰქონდა. ყველაზე კარგი, რაც მოხდა არის ის, რომ ბავშვი დაიბადა და აბორტი არ გაკეთდა. ეს აჟიოტაჟი ცოტა უხერხულ სიტუაციას ქმნის, ბავშვი ცოცხალია“, - აცხადებს ადვოკატი.

რაც შეეხება იმას, რომ ბავშვის დედა, სწორედ ახალშობილის გაყიდვის საქმეზეა ბრალდებული, ადვოკატი განმარტავს, რომ მყიდველები ოპერატიული მუშაკები იყვნენ და ბავშვი არ გაყიდულა. მისივე თქმით, ბავშვის გაყიდვის სპექტაკლი დაიდგა და სინამდვილეში „ბავშვი არ გაყიდულა“.

„სულ რაღაც 2 დღის ამბავია და ასე ხელაღებით ექიმების დადანაშაულება რთულია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არავის ადანაშაულებს, ადანაშაულებს მხოლოდ თავის გაჭირვებულ ცხოვრებას. ექიმმა შეიძლება ის უთხრა, იქნებ გააჩინო ბავშვი, გაზარდოო. როცა მიხვდა, რომ ვერ გაზრდიდა, გაშვილება მოიფიქრა. ის, რომ ექიმების შეთავაზებით მომხდარიყო ბავშვის გაყიდვა, ასეთი რამ არ ყოფილა. ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არავითარი თანხა არ აუღია“, - აცხადებს ადვოკატი.

„ბავშვის გაშვილების და შვილად აყვანის კანონი ცოტა უნდა შეიცვალოს, სხვანაირად უნდა იყოს ეს მოგვარებული, ეს დანაშაულად არ უნდა გადაიქცეს და ტრეფიკინგს არ უნდა გაუთანაბრდეს“, - აცხადებს მედიასთან ირმა მაისურაძის ადვოკატი.


თეგები :