• თბილისი
  • 8°C
  • 25 თებერვალი, 2020
article

ჩინეთში მცხოვრები ქართველი გოგონა საქართველოს ხელისუფლებაზე: ყოვლად უპასუხისმგებლოები... ევაკუაცია დააგვიანეს და პლუს, ფრენებს ისე აუქმებენ, საკუთრი მოქალაქეები ფეხებზე კიდიათ. ამ დონის სიბეცე არცერთ ქვეყანას არ უქნია

ბოლო მონაცემებით, 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა კორონავირუსს, რომელიც ჩინეთიდან, ჰუბეის პროვინციიდან გავრცელდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ჰუბეის პროვინციის ქალაქებში კარანტინია გამოცხადებული, თუმცა ვირუსის შემთხვევები დადასტურდა სხვა ქალაქებშიც, მათ შორის 5-მილიონიან ქალაქ ანიანგში, ჰენანის პროვინციაში. ამ ქალაქში ცხოვრობს საქართველოს მოქალაქე, ირმა დიმიტრაძე, რომელიც არსებულ სიტუაციაზე ახალ ამბებს პერიოდულად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ირმა ამჯერად საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს. შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგემება, ხოლო ჩინეთიდან ავიარეისები შეჩერდება.

"ყოვლად უპასუხისმგებლოები! იმედია გვიანი არ არის და მართლა მოახერხებენ ევაკუაციას. გუშინ წერდნენ "უსაფრთხოდ არიანო". დღს ვგეგმავთ გამოყვანასო. პლუს ფრენებს ისე აუქმებენ, საკუთრი მოქალაქეები ფეხებზე კიდიათ. ამ დონის სიბეცე არც ერთ ქვეყანას არ უქნია.

საფრთხე არ არსებობს ძახილს ჯობია მოემზადონ ყველანაირი შემთხვევისთვის:

შეავსონ მარაგები.

გაეცნონ ინფორმაციას როგორ უნდა გაუმკლავდნენ ვირუსს და გადაამზადონ, როგორც მინიმუმ 1 ჰოაპიტალი.

ჩმოსული მგზავრები შეამოწმონ, აღრიცხონ და მოიკითხონ 14 დღის განმავლობაში და არა სიცხე გაუზომონ აეროპორტში.

ჰქონდეთ საინფორმაციო კამპანია, მოუწოდონ მოქალაქეებს თნამშრომლობისკენ - თქვენ თუ გგონიათ მხოლოდ ჩინეთიდან ჩამოსულ თვითმფრინავშია საფრთხე, ძალიან სასაცილოა. რადგან ნწბისმიერი იმ ქვეყნიდანაც შემოვიდეც ვირუსის მატარებელი ან დაინფიცირებული, სადაც დადასტურდა შემთხვევა. ასევე შეიძლება ვინმე მოგზაურობდეს, 10 დღის წინ ყოფილიყო ჩინეთში, მერე სხვა ქვეყნებში და ახლა სრულიად სხვა ქვეყნიდან შემოვიდეს. ასე რომ რეისების გაუქმებას ჯობია ჯანდაცვის სისტემა მოამზადოთ.

შეგახსენებთ, რომ წელს ჩვეულებრივი გრიპის ვაქცენებიც კი ვერ უზრუნველყავით ბოლომდე!" - წერს ირმა სოციალურ ქსელში.


თეგები :