• თბილისი
  • 8°C
  • 25 თებერვალი, 2020
article

ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნებულ 22 წლის ქართველ გოგოს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - "მას სეზონური ვირუსი აქ, ოჯახის წევრისგან გადაედო"

გავრცელებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა კორონავრუსი ჩინეთიდან დაბრუნებულ ახალგაზრდა გოგოს ჰქონდეს გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგი კატეგორიულად გამორიცხავს. მარინა კაპანაძის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს , რადგან 23 წლის გოგოს სეზონური ვირუსი აქვს.

„ინკუბაციის პერიოდი გასულია და საუბარი იმაზე, რომ გოგოს შეიძლება კორონავირუსი ჰქონდეს სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ ეს გოგო სახლში მოვინახულეთ. აქვს ზუსტად იგივე სიმპტომები, რაც სეზონურ ვირუსს ახასიათებს. დეტალურად გამოვკითხეთ, რა დროსაც თქვა, რომ ის დაინფიცირებული ქალაქიდან შორს ცხოვრობდა და მის გარშემოც კორონავირუსით არავინ ყოფილა დაავადებული. პაციენტს არ აქვს სუნთქვის გაძნელება. ოჯახის ექიმმა თავად მოინახულა ახალგაზრდა და დასვა დიაგნოზი, რომ მას აქვსმწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია“, - ამბობს მარინა კაპანაძე.

ეპიდემიოლოგის განმარტებით, იმ პერიოდში, როცა გოგო ჩინეთიდან სახლში დაბრუნდა ოჯახის ერთ-ერთ წევრს სეზონური ვირუსი ჰქონდა და არის დიდი ალბათობა, რომ სწორედ რესპირატორული ვირუსი მისგან გადაედო.

ახალგაზრდა გოგო გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის ეპიდემიოლოგებისა და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ავადმყოფს ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება.

გოგონამ ჩინეთში რამდენიმე კვირის წინ იმოგზაურა და საქართველოში მიმდინარე წლის 16 იანვარს დაბრუნდა. 26 იანვარს კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ვირუსული ინფექცია დაუდგინდა.

მანამდე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჩინეთში გავრცელებული ვირუსი ამ ეტაპზე ითვლება ლოკალურ საფრთხედ და საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანაა.


თეგები :