• თბილისი
  • 8°C
  • 25 თებერვალი, 2020
article

"შთამომავალი, რომელიც მომიკლეს სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა, გუშინ მიგინა... კანონმა კი მითხრა, 15 წელზე მეტს ვერ მივცემთ შენი შვილის მკვლელებსო"

ზაზა სარალიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ბრალდებული მიხეილ კალანდიას დაცვის მხარეს ფოტოები შეაყარა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა. 

„ამიხსენით, რაზე მელაპარაკებით, კანონმა მითხრა, 15 წელზე მეტს ვერ მივცემთ შენი შვილის მკვლელებსო, რა კითხვებს მისვამთ. რა მნიშვნელობა აქვს, თუ გამოუშვებენ, 15 წელში ხომ უნდა გამოუშვან, ეს არის გარიგება? შთამომავალი, რომელიც მომიკლეს სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა, გუშინ მიგინა, რა კითხვა გაინტერესებთ რა პასუხი გინდათ“, - მიმართა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს.

დარბაზის დატოვებამდე მან განაცხადა, რომ მისი აგრესია უფლებადამცველების მისამართით არის, რადგან მისივე თქმით, ისინი ამბობენ, რომ მისი შვილი მოკვლის ღირსი იყო.

„აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ. 

მიხეილ კალანდიას პროცესზე 23 იანვარს დაპირისპირება მოხდა. „მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ჰყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი“, - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ. კალანდიას ძმის თქმით, კი კალანდიები ორი წელია შეურაცხყოფას იყენებენ, ახლა კი ყველაფერს გაეცემა პასუხი. 

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.


თეგები :