• თბილისი
  • 24°C
  • 19 სექტემბერი, 2020
article

"ანიტას სისხლში ახალი ინფექცია ამოითესა" - 2 წლის ანიტა ფაცაციას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

პატარა ანიტას  შესახებ ახალ ინფორმაციას აქვეყნებს ოჯახის ახლობელი მარიკა ხუციშვილი. 

"როგორც იცით, ბაქტერიოლოგიური კვლევის მიხედვით ანიტას სისხლში ახალი ინფექცია ამოითესა, ამის გამო მას სამი სახის ახალ ანტიბიოტიკურ პრეპარატებს უკეთებენ.

გრძელდება დიალიზი და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატების გადასხმა.

ანიტას კიდურებში სისხლი ცუდად ცირკულირებს, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აქვს მარცხენა ხელის თითები.

აქვე, კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო საინფორმაციო სააგენტოებსა და სხვადასხვა გვერდების ადმინისტრატორებს, მოერიდეთ დეზინფორმაციის გავრცელებასა და მწვავე სათაურების გამოქვეყნებას!

ჩვენ ვიცით, რომ ანიტა ძალიან მებრძოლი გოგოა და მას თქვენი სიყვარული უფრო მეტად აძლიერებს“, - წერს მარიკა ხუციშვილი. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ავსტრიის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, ბავშვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კი ვერც ბელარუსმა აიღო, ანიტას ოჯახმა შეთავაზება ინდოეთიდან მიიღო.

რისკების მიუხედავად, 2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთში მშვიდობით ჩაფრინდა და მკურნალობას ინდოეთის კლინიკაში განაგრძობს.


თეგები :