• თბილისი
  • 18°C
  • 01 ოქტომბერი, 2020
article

რასა იუკნევიჩიენე: თავდასხმები, რომლებსაც ვხედავთ ოპოზიციაზე, ვერ დაეხმარება საქართველოს, იპოვოს მეტი მეგობარი ევროპარლამენტში

თავდასხმები, რომლებსაც ვხედავთ, ოპოზიციაზე, არასამთავროებზე, მედიაზე, დემონსტრანტებზე, ვერ დაეხმარება საქართველოს იპოვოს მეტი მეგობარი ევროპარლამენტში, ვისაც დაარწმუნებთ, მხარი დაუჭიროს თქვენს ევროპულ გზას, - მიმართა "ქართული ოცნების" წევრებს ლიეტვუელმა ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიის წევრმა რასა იუკნევიჩიენემ.

"რჩება წუხილი იმის თაობაზე, ჩააბარებს თუ არა მმართველი პარტია დემოკრატიის გამოცდას. ვწუხვარ, ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ცუდი მოსასმენია ჩემთვის, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენელი საუბრობს და ჩივის ოპოზიციაზე. ეს არაა დემოკრატიის წესი.

თავდასხმები, რომლებსაც ვხედავთ, ოპოზიციაზე, არასამთავროებზე, მედიაზე, დემონსტრანტებზე, ვერ დაეხმარება საქართველოს იპოვოს მეტი მეგობარი ევროპარლამენტში, ვისაც დაარწმუნებთ, მხარი დაუჭიროს თქვენს ევროპულ გზას. ამის თქმა მინდოდა და გადაეცით ჩემი მოსაზრებები ჩემს მეგობრებს "ქართულ ოცნებაში", მათ შორის თქვენს ლიდერს, ივანიშვილს", - თქვა ევროპარლამენტარმა.


თეგები :