• თბილისი
  • 26°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

"ჩინური ვირუსის" გავრცელების გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია

მას შემდეგ რაც ე.წ ჩინური ვირუსი გავრცელდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან პირველი ავიარეისი შესრულდა. ჩამოსული მგზავრების თქმით, მათ თბილისის აეროპორტში დამატებითი შემოწმება არ გაუვლიათ. ჩინეთის საზღვარზე კი, მათი შემოწმება რეგულარულად ხდება.

ვირუსის გავრცელების გამო, მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე აეროპორტში, სადაც ჩინეთიდან ფრენები  ხორციელდება, მგზავრების თერმულ შემოწმებას ახორციელებენ.

ჩინეთში კორონავირუსს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 300-მდე გაიზარდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჩინეთში უცნობი ვირუსის გავრცელების გამო საგანგებო კომიტეტის სხდომა მოიწვია. ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

სხდომა 22 იანვარს გაიმართება. საგანგებო კომიტეტმა უნდა განსაზღვროს, არის თუ არა ეს ვირუსი მსოფლიოსთვის საშიში. ამასთან, კომიტეტმა ვირუსთან ბრძოლის რეკომენდაციები უნდა შეიმუშავოს.


თეგები :