• თბილისი
  • 13°C
  • 21 თებერვალი, 2020
article

"რომელიღაცა პოლიტიკოსი, ამერიკელი, არ ვიცი რა მოტივაციით, ფული აქვს აღებული თუ გაუცნობიერებელია ვითარებაში, თავს უფლებას აძლევს, რომ ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს"

რომელიღაცა პოლიტიკოსი, ამერიკელი, არ ვიცი რა მოტივაციით, ფული აქვს აღებული თუ გაუცნობიერებელია ამ ვითარებაში, თავს უფლებას აძლევს, რომ ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს, - ასე ეხმიანება ბექა ნაცვლიშვილი კონგრესმენ მარკუეინ მალინის  საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ ღია წერილს, რომელშიც კონგრესმენი პრემიერმინისტრს მოუწოდებს შეწყვიტონ ამერიკული კომპანიების მიმართ აგრესიული ქმედებები.

"პოლიტიკოსი, რომელმაც ასე სიხარულით გაიზიარა ამ კონგრესმენის, მალინის განცხადება, არის ჩვეულებრივი კოლონიური მენტალობის და ცნობიერების ადამიანი. ვისაც რეალურად აინტერესებს რა ხდება "ფრონტერაში", შეუძლია ჩავიდეს დედოფლისწყაროში, მე-11 თვეა 11 თვის ხელფასი არ აუღიათ იქ დასაქმებულებს. რომელიღაცა პოლიტიკოსი, ამერიკელი, არ ვიცი რა მოტივაციით, ფული აქვს აღებული თუ გაუცნობიერებელია ამ ვითარებაში, თავს უფლებას აძლევს, რომ ჭკუა ასწავლოს ქართულ სახელმწიფოს, რაც ძალიან ცუდია, რადგან ეს არის "ქართული ოცნების" უსუსურობა,"- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.


თეგები :