• თბილისი
  • 13°C
  • 21 თებერვალი, 2020
article

მევახშე და კორუფციაში ბრალდებული დეპუტატი ოდიშარია შესაძლოა კულტურის მინისტრად დაინიშნოს

მამუკა ბახტაძის მიერ შემცირებულ სამინისტროებს სისხლიან ჯალათად წოდებული გახარია კვლავ ზრდის.

მაგალითად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტროს კვლავ გამოეყოფა კულტურის სამინისტრო, რომელიც ქართულმა ოცნებამ მცირე მთავრობის კონცეფციის ეგიდით გააერთიანა.

გავრცელებული ინფორმაციით, განცალკევების შემდეგ, კულტურის მინისტრად ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა ოდიშარია ინიშნება. 

ვინ არის ოდიშარია?

მილიონერი დეპუტატი, ბექა ოდიშარია აქტიური მევახშეა. ის ფულს აპროცენტებს...

მაგალითად: ფაქტები: მის მიერვე შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016 წლის თებერვალში, ოდიშარიამ სესხის სახით გასცა 170, 000 აშშ დოლარი, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით 22,724 აშშ დოლარი მიიღო.

უფრო მეტიც: ასევე დეკლარაციაში ვკითხულობთ რომ 2017 წლის 1 იანვარს, ოდიშარიამ ორი წლის ვადით გაასესხა 270,000 აშშ დოლარი...

ოდიშარიას ქონების მცირე ჩამონათვალი

ბექა ოდიშარიას საკუთრებაშია 5 საცხოვრებელი ბინა (ქ. თბილისში და დაბა ბაკურიანში), 3 კომერციული ფართი (ქ. თბილისში, ი. აბაშიძის № 34-ში), 6 მიწის ნაკვეთი (ქ. თბილისში, დაბა ბაკურიანში, საგურამოში, წიწამურში და ლილოში).

ოდიშარია თბილისში, ბერძნის ქუჩაზე მდებარე 3,284 მ2 მიწის ნაკვეთსაც ფლობს (თაბორის მთა), რაშიც 3, 284, 000 აშშ დოლარი გადაიხადა.

ზუსტად აქ აპირებს ის 21 სართულიანი კორპუსებისა და სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას.

ამავე დროს, ოდიშარიას საკუთრებაშია 51 ერთეული ფერწერული ტილო, რომელთაგან 2 მემკვიდრეობით მიიღო, ხოლო დანარჩენი 49 თავად შეიძინა.

სავარაუდო კორუფცია

ოდიშარიას, ცოტა ხნის წინ, კალაძისგან 79 მილიონიანი ტენდერის წამოღება უნდოდა, „ჩერეზ“ ქვისლი (კომპანია ჯითი გრუპის საშუალებით), მაგრამ ამტყდარი ამბავის გამო ბოლოს თავი შეიკავა.

თუმცა, თავის ქვისლს, ლევან გოგსაძეს დღემდე ამუშავებს მერიის ტენდერებზე (კერძოდ: ამ კომპანიას მერიის დაკვეთით 31 ათასიანი ურნები ჩამოაქვს).


თეგები :

ოდიშარია