• თბილისი
  • 8°C
  • 25 თებერვალი, 2020
article

ნატა ფერაძე ცირკთან, ტრანსგენდერი ქალებისთვის შეშის მიტანის დროს პოლიციამ დააკავა

სოციალური აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს. 

აქტივისტი ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ტრანსგენდერ ქალებს "სირცხვილია"-ს სახელით შეშა მიუტანა. 

ფეისბუქ ლაივში ნატა ფერაძე ჰყვება, რომ პოლიცია ჰომოფობიურად იქცეოდა და მათ ტრანსგენდერი ქალები დააკავეს. ვიდეოში ფერაძე პოლიციელებს ეკითხება, რის საფუძველზე დააკავეს ტრანსგენდერი ქალი, რის შემდეგაც მასთან მიდის მამაკაცი სამოქალაქო ფორმაში და ეუბნება, რომ დაწყნარდეს. საპასუხოდ, ნატა ფერაძემ მას უთხრა: "დაწყნარდის კიდევ ერთხელ მეტყვი და შემოგილაწუნებ".

ამის შემდეგ ნატა ფერაძე დააკავეს.

ჯერჯერობით, არ არის ცნობილი, რა მუხლითაა დაკავებული აქტივისტი. 


თეგები :