• თბილისი
  • 8°C
  • 25 თებერვალი, 2020
article

"ჩვენი ტრანსი დები მუშაობენ უკიდურეს ყინვაში, ქუჩაში. ყოველ ღამე საათობით უწევთ ყოფნა ამ სიცივეში გარეთ" - ტრანსგენდერი ქალები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ

ქართველი ტრანსგენდერი ქალები განცხადებას ავრცელებენ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. ტრანსსექსუალი ქალების განცხადებით, მათ მძიმე პირობებში უწევთ ღამე მუშაობა და შეშის ფული არ აქვთ. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"ძ ვ ი რ ფ ა ს ე ბ ო,

ქვიარებო და მხარდამჭერებო,

გვჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენი ტრანსი დები მუშაობენ უკიდურეს ყინვაში, ღამით, ქუჩაში. ყოველ ღამე საათობით უწევთ ყოფნა ამ სიცივეში გარეთ.

Bart Nikolo -მ იყიდა ამას წინად თავისი სახსრებით შეშა და გოგოები ანთებდნენ პატარა ცეცხლს პლეშკაზე, თუმცა დამთავრდა მარაგი და ძალიან გვჭირდება ფულის შეგროვება, რომ ვიყიდოთ კიდევ.

ძალიან გთხოვთ, ვისაც რამდენი შეგიძლიათ, 3-5 ან მეტი ლარი, იქნებ ჩარიცხოთ.

თქვენი სოლიდარობის იმედი გვაქვს.

მიმღები: ნიკოლო ღვინიაშვილი

ა/ნ: GE67TB7937145063600042 ," - წერია განცხადებაში.

 

P.S. არ დაიზაროთ პოსტის გაზიარება.


თეგები :